საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 245 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 68 392 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 943, „პისიარ“-ტესტით – 25 449.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 32,82%, ბოლო 14 დღის – 29,93%, ბოლო შვიდი დღის – 32,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 398 059 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 154 476 გამოჯანმრთელდა, 15 404 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 764 352 აცრა, დღიურად აცრილია 3 454.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 085 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 858 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *