საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 72 587 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 032, „პისიარ“-ტესტით – 25 555.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო შვიდი დღის – 32,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 375 615 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 141 231 გამოჯანმრთელდა, 15 351 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 759 753 აცრა, დღიურად აცრილია 3 566.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 036 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 901 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *