- საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 443, „პისიარ“ ტესტით – 8 242.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო შვიდი დღის – 3,72%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.