საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 539 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 309, „პისიარ“ ტესტით – 13 230.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9.52%, ბოლო 14 დღის – 7.01%, ბოლო შვიდი დღის – 8.65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 956 032 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 911 666 გამოჯანმრთელდა, 14 156 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 545 490 აცრა, დღიურად აცრილია 7 699.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 368 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 228 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *