საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 236 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 593, „პისიარ“-ტესტით – 16 643.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,65%, ბოლო 14 დღის – 6,18%, ბოლო შვიდი დღის – 7,43%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 949 176 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 908 813 გამოჯანმრთელდა, 14 082 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 536 824 აცრა, დღიურად აცრილია 7 867.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 372 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 936 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *