09.04.21: საქართველოში კორონავირუსის 777 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 36 578 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 438, პისიარტესტით – 12 140.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,09 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,47 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3 858 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 129 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 285 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *