- საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 922, პისიარტესტით – 10 790.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,74 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,64 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 260 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 604 გამოჯანმრთელდა, 3 785 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 685 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 265 პირი.