- საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 107 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 157, „პისიარ“ ტესტით – 18 950.
სულ ჩატარდა 1 965 714 აცრა, დღიურად აცრილია 3 951.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 271 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.