საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 434 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 582, „პისიარ“ ტესტით – 21 852.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,12%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,8%.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 228 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *