- საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 700 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 678, „პისიარ“ ტესტით – 20 022.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,21%, ბოლო 14 დღის – 8,83%, ბოლო შვიდი დღის – 9,05%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 680 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 622 181 გამოჯანმრთელდა, 9 617 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა – 1 932 643 აცრა, დღიურად აცრილია – 5 194.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 725 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 012 პირი.