- საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, „პისიარ“ ტესტით – 14 656.
კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 077 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 623 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა – 113, იმერეთი – 479, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 125, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270, კახეთი – 374, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.