12.03.21: საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 26 700 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 307, ხოლო პისიარტესტით – 9 393.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,24 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 377 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 764 გამოჯანმრთელდა, 3 634 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 245, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 310 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 130 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *