- საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.48 %, ბოლო შვიდი დღის – 7.69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია 24 670.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა – 249, იმერეთი – 342, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 142, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი – 211, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.