აქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 7823 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 147 შემთხვევა. ყველაზე მეტი, 64 თბილისში.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური – 1.88%; ბოლო 7 დღის – 1.67%; ბოლო 14 დღის – 1.54%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 193-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.