- საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
ამასთან, პარლამენტების თავმჯდომარეები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.
სამი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.