- საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
თბილისი-ბათუმი
გასვლა: 10:35
ჩასვლა: 16:10
ბათუმი-თბილისი
გასვლა: 18:30
ჩასვლა: 23:47
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.