- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, სამტრედია-საჯავახოს გადასარბენზე, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, მსვლელობიდან იხსნება შემდეგი სამგზავრო მატარებლები:
№802/801 თბილისი-ბათუმი ორივე მიმართულებით,
№804 თბილისი-ბათუმი ერთი მიმართულებით თბილისიდან,
№12/11 თბილისი-ოზურგეთი ორივე მიმართულებით,
№682/681 ქუთაისი-ბათუმი ორივე მიმართულებით,
№684/683 ქუთისი-ბათუმი ორივე მიმართულებით.
22 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.