საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 ივლისს, საქართველოს რკინიგზის ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება ლიანდაგებზე ცდილობდა გადაადგილებას.

“განვმარტავთ, რომ ლიანდაგზე გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით მოსიარულე პირებისთვის, ისე ნებისმიერი არასარკინიგზო ტრანსპორტისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მფლობელს გამოძიების დასრულებამდე ჩამოართვა. მოგმართავთ თხოვნით დავიცვათ უსაფრთხოების წესები და არ დავუშვათ მძღოლის და მგზავრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *