საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას აცხადებს

  • თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებული პირობების შესახებ მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიაწოდეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურების შესახებ ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, მაქსიმალურად გამარტივებული რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ (Onlinebct.mod.gov.ge), ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი), იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.

რეკრუტები ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსის განმავლობაში მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ, ისინი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *