- 26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობა შესაძლებელი გახდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის გაიხსნა.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული, კერძოდ:
ვიზიტორებმა დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას უნდა გაიკეთონ პირბადე;
ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა;
ვიზიტორებმა უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
რეკომენდებულია, რომ თანხის გადახდა მოხდეს უკონტაქტო გზით ან
დისტანციურად.
ფოტო: ინტერნეტი