საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია შემოდის

  • 2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.

“2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.”-ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *