საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად ლევან მოსეშვილი დაინიშნა

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი წარუდგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ლევან მოსეშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ ლევან მოსეშვილს ავიაციის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ის 12 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ლევან მოსეშვილს წამყვანი თანამდებობები ეკავა საქართველოს გაერთიანებულ სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კომპანია „ტავ ჯორჯიაში“.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას საავიაციო სექტორში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *