- რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
შსს ცნობით, ორი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.