- საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ.”-წერს სანდრა რულოვსი “ფეისბუქზე”.