სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში პედაგოგებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა

  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში პედაგოგებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე აცრა შეეძლებათ.

გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით პედაგოგებისთვის განსაკუთრებული ხელშეწყობა მოხდება, რათა ახალი სასწავლო წელი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

„დღეს მუშაობა დაიწყო ახალმა, მასიური ვაქცინაციის ცენტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. როგორც იცით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ უსაფრთხო, სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის, სხვა პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილებით და ნებით მოხდეს შეუფერხებლად და არანაირი ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერი არ შეხვდეთ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა გაბუნიამ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *