- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროექტი საქართველოს აშორებს ევროპას და მისი მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველ შემთხვევაში, ვეტოს დავადებ. მე არა მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.