komersant “…Business Insider-ის კონფერენცია IGNITION-ზე გამოცემის გენერალურმა დირექტორმა, ჰენრი ბლოჯეტმა ჩაატარა პრეზენტაცია, სახელწოდებით „ციფრული სამყაროს მომავალი: მომდევნო დიდი მოვლენა.“ პრეზენტაციაზე ბლოჯეტმა რამდენიმე საკვანძო საკითხი განიხილა, საითაც ციფრული სამყარო მიემართება. ესენია:
1) ციფრული მედიის მოხმარება მზარდია. სხვა დანარჩენ მედიის წყაროებს უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს;
2) ციფრული რეკლამირება იზრდება;
3) არსებობს Google-ი, Facebook-ი და სხვა დანარჩენი;
4) ტელევიზიის დიდება წარსულს ჩაბარდა, თუმცა ტელევიზორი აქტუალური ყოველთვის იქნება
5) მომდევნო დიდი მოვლენა არა ჭკვიანი სათვალე და ჭკვიანი საათია, არამედ სხვა რამ.”