საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ლარსზე მოძრაობის წესები იცვლება

  • ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება. ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვარზე გატარების ცვლილება 23 მაისამდე იმოქმედებს.

“13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო – გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-დან ექვს ზოლამდე შემცირებით“, – ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *