საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობით განახლდა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო საავარიო-სამაშველო და სახანძრო ოპერაციებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით გადაიარაღდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ ხელსაწყოებთან ერთად, სამმართველომ მიიღო განათების სისტემა, რომელიც რთული ხილვადობის პირობებში სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს. სპეციალური აღჭურვილობა დედოფლისწყაროს განყოფილებისთვისაა განკუთვნილი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.

კახეთის მთავარ სამმართველოს აღჭურვილობა სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მამუკა სეფიაშვილმა გადასცა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი – ალექსანდრე ბულკაშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის რეგიონული დანაყოფების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში არსებული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესების კუთხით სამსახური წლებია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს, რაც 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *