- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ოთხი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები და გაწერეს საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ფორმალურად შეიქმნეს თითქოსდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას.
„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.