საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგზე“ მუშაობა დროებით შეჩერებულია

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე დევდორაკზე დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე) საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *