- სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული.
„მივიჩნევ და სააპელაციო საჩივრითაც იკითხება, რომ ჩემი პატიმრობა უკანონოა. პოლიტიკური შინაარსის არის. მივიჩნევ, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია შექმნილ მდგომარეობასა და ჩემს პატიმრობას შორის. მოვისმინე ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი, რას ემსახურება მოსამართლის ეთერებში სიარული, ტარება, ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე ასეთი თავდასხმები ნამდვილად არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ ბულინგი არ წყდება მისი მეუღლის და მისი შვილების. როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, დაუშვებელია მისი ოჯახის წევრების ბულინგი. გამოვრიცხავ ჩემი მეგობრების ოჯახის წევრების ჩართულობას, ან ჩემს დაორგანიზებას. ეს დაუშვებელია. მოვითხოვ შეწყვეტას. ჩხიკვაძეს შევახსენებ, კეთილსინდისიერი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღებისას თუ იფიქრებდა სხვის შვილებზე.
„მთავარი არხის“ წარმომადგენლები მინდა, გავამხნევო, ის რეკორდული საოცრება, ჩემი მონაწილეობით როცა 20 დღეში ახალი არხი გაიხსნა, ეს რეკორდი მოხსნილია. ორ თვეში რაც გააკეთეს – არხის შენარჩუნება, ეს გაცილებით დიდი მიღწევაა. ვამაყობ და მადლობელი ვარ მათი ბოლო ორი თვის მუშაობით. სამარცხვინო მედიასაშუალების წარმომადგენლისგან მოვისმინეთ ჩანაწერები სამარცხვინო ფიგურის მიერ უცნობი კი არა ნაცნობისგან ჩადენილ იქნა არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. უნდა ვეძებოთ ვინც ეს გაავრცელა. თუ იარსებებენ შემსრულებლები ყოველთვის უკანონო ჩანაწერების გამავრცელებლები იქნებიან. შემსრულებელმა რგოლმა უნდა იცოდეს, რომ მათთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნება, ისინი საჩვენებლად უნდა დაისაჯონ. ყველა შემსრულებელია ის, ვისზეც რეჟიმი დგას. დეოლიგარქიზაცია ასე წარმომიდგენია. ღრმად მწამს ეს კასტა, რომელმაც გაანადგურა არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ის ხელისუფლებები, რომელსაც ემსახურებოდნენ ისინი. შემსრულებლები წავლენ სისტემებიდან. მომხრე ვიქნები, დამკვეთები კი არა, შემსრულებლები დაისაჯონ. დავალების გამცემები დაღმავალი ცოდვაა. ყველაზე საუკეთესო პოლიტიკოსებსაც კი ღუპავენ შემსრულებლები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესს ესწრებიან ჩეხეთისა და პოლონეთის ელჩები და საქართველოში ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი.