- რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.