როგორია ბექემების ახალი წელი

ბექჰემები შობა დღეს ბუკინგემის სასახლეს სტუმრობენ. „ეს დღესასწაული ჩვენთვის მშვენიერი დროა. ბავშვების მიერ დაჭრილი ქაღალდები ყველგანაა მიმოფანტული და შინ ნამდვილი ქაოსი სუფევს. ხშირად იმით ვარ დაკავებული, რომ ჰარპერის სათამაშოებისთვის ბატარეები ვიპოვო ან ყუთებს მივხედო. ამიტომაც, სპეციალური მომზადებისთვის დრო არ მაქვს. მაგალითად, ბუკინგემის სასახლეში წასასვლელადაც ნეიტრალურად ვიცვამ. ახალ წელს ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან, როგორ გავერთოთ. ვატარებთ დროს მხოლოდ ჩვენ ექვსნი ისე, როგორც მოგვესურვება“, − აცხადებს ვიქტორია. თუმცა, ბრიტანელ დიზაინერს სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა უჭირს და აღიარებს, რომ ახალი წლის დღეს ცდილობს ტელეფონი სხვა ოთახში შეინახოს, რათა სამსახურის საქმეებზე არ გადაერთოს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *