რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება

  • ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელს სხდომაზე ისაუბრა რთველის სუბსიდირებაზეც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს. მოსავლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *