- იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.