- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება მოძრაობის სრულად აღდგენის სამუშაოები.
ინფორმაციისთვის: ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება