პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 4-ცმც-ს (კლეფედრონი), რაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებულ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს შედეგად.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *