- საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა.
“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“,- ნათქვამია განცხადებაში.