პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

  • ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები და პანდუსები.

„დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „ლ ენდ ლ“ განახორციელა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

იოსელიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *