- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათას მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება, ხოლო ყველა მასწავლებელს, სულ მცირე 250 ლარით. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს. 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს. 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს. 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს. დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.