- ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.
აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაინაცვლებენ.