- ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.