- საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინისადმი დღეს გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს პირადად ომბუდსმენის პოზიციას.
“საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება”.