“ნაციონალურ მოძრაობაში“ საგარეო მიმართულებას ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს

  • ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღეს წარადგინა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა „გამარჯვების პლატფორმის“ გაძლიერების პარალელურად, ძლიერდება პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

„მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით ის გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და დიახ, ამ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *