- ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ინფორმაციისთვის: “ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.