„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქე დაშავდა

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სუს-ის მიმდებარედ მდებარე კორპუსის სახურავებიდან გაურკვეველი პიროვნებები ისვრიან ქვებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სამართალდამცველბს გადასცა ქვები, რომლებიც საპროტესტო აქციაზე ნახეს და მოუწოდა მათ, გამოიძიონ აღნიშნული პროვოკაცია.

„არის თუ არა მკვლელობის მცდელობა, რადგან კორპუსის სახურავიდან გამიზნულად ესვრი ადამიანებს თავში ქვის ნატეხებს, ბეტონის ნატეხებს, სიკვდილისთვის იმეტებენ და ეს პირველად არ ხდება. ხარ თუ არა შენ მკვლელი რეჟიმი? პოლიციელებო, არ გერიდებათ? მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე რატომ უნდა უტეხავდნენ თავს ადამიანს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, აქციაზე იდგა და უეცრად თავში ქვა მოხვდა.

„ზემოდან ისროლეს ქვა, მომხვდა და თავიდან სისხლი წამომივიდა. სასწრაფოს ექიმებმა დამიმუშავეს ჭრილობა მითხრეს, რომ გატეხილი მაქვს“, – განაცხადა მოქალაქემ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *