- ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ. 2022 წლის 30 ოქტომბერს მათ სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელთა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარემ, სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.
ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.