- თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, „ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.
რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა: “12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას.” -განაცხადა გოლეთიანმა.
ფოტო: ინტერნეტი