- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კონკურის მიზანია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისთვის 60 000 ლარია გამოყოფილი.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – ქართველ ავტორებს, გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს. იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება. თითოეულ კონკურსანტს საკონკურსოდ შეუძლია მხოლოდ ერთი განცხადების წარდგენა.
მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229, ან 599 877 816 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გამოქვეყნდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა.
ინფორმაციისთვის, 2023 წელს კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – ბიუჯეტი იყო 60 000 ლარი. საკონკურსოდ სამინისტროში შემოვიდა 30 განცხადება და გამოვლინდა 15 გამარჯვებული პროექტი, ესენია:
1. „ბეღურები ღამით არ დაფრინავენ“ – განმახორციელებელი ფ. პ. ლევან ლორია;
2. კრებული „პაოლო იაშვილის სამყარო“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“;
3. დალილა ბედიანიძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული „კეთილი მგზავრობა“ – განმახორციელებელი შპს „მერანი“;
4. „მხატვრული ქმნილების პირისპირ“ – განმახორციელებელი შპს „უნივერსალი“;
5. „გურამ ბათიაშვილი 85 – რჩეული ნაწარმოებები“ – განმახორციელებელი შპს „ლომისი“;
6. ვანო ჩხიკვაძე, „აჰა, ზამთარი გადასატანი“ – განმახორციელებელი ფ. პ. ივანე ჩხიკვაძე;
7. ნინო მშვიდობაძის ლექსების კრებული „სული ხელისგულზე“ – განმახორციელებელი შპს გამომცემლობა „მერიდიანი“;
8. „ამბავი მწუხრისა“ – განმახორციელებელი ფ. პ. ნინო მანძულაშვილი;
9. „სიტყვა ქართული“ – განმახორციელებელი ფ. პ. ვასილ პაპიაშვილი;
10. ნოდარ არდოტელის ლექსების კრებული – განმახორციელებელი ფ. პ. ნოდარ არდოტელი;
11. თამაზ ბარჯაძის ლექსების კრებული „ალმოდებული სიცოცხლე“ – განმახორციელებელი ფ. პ. თამაზ ბარჯაძე;
12. მიხეილ მოსულიშვილი, „დარდისას გეტყვი“ – განმახორციელებელი შპს გამომცემლობა „ბაკმი“;
13. „ლოცვა წინაპართათვის“ – განმახორციელებელი ფ. პ. ნანა ქარდავა;
14. „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან“ – განმახორციელებელი ი. მ. თამარ ჭოველიძე („აზროვნების აკადემია“);
15. ლექსების კრებული „მინდა მჯეროდეს“ – განმახორციელებელი ფ. პ. ქეთევან კორძაძე.
იმავე კონკურსის ბიუჯეტი 2022 წელსაც იყო 60 000 ლარი. საკონკურსოდ სამინისტროში შემოვიდა 42 განცხადება და დაფინანსდა 15 პროექტი, ესენია:
1. „სოლიდარობის წიგნი“, განმახორციელებელი – შპს „სეზანი“. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ცნობილი ქართველი დიპლომატის, მეცნიერის, მთარგმნელისა და პოეტის, რაულ ჩილაჩავას, წიგნი „წერილები ევას“;
2. „საჭადრაკო ლეგენდები და ხაფანგები“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „მომავლის სოფელი“. პროექტის ფარგლებში გამოიცემა მწერალ გურამ მეგრელიშვილის წიგნი, რომელიც გვთავაზობს ქართულ და მსოფლიო საჭადრაკო სფეროში მოარული ლეგენდების მხატვრულ ინტერპრეტაციას და ყველაზე გავრცელებული საჭადრაკო ხაფანგების კრებულს (კონსულტანტი – მოჭადრაკე თემურ დოდელია);
3. „ნინო უძილაურის პოეტური კრებული – მე, შენ, ის”, განმახორციელებელი – შპს „მერანი“;
4. დანი ადამელია, „ნისლი შენამდე”, განმახორციელებელი – შპს „წიგნი+ერი“. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ახალგაზრდა ავტორის – დანი ადამელიას რომანი „ნისლი შენამდე”;
5. ეკატერინე ფავლენიშვილი, „საწუთროს მარგალიტები“, განმახორციელებელი – შპს „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
6. „ლეილა მესხის რჩეული მოთხრობების გამოცემა”, განმახორციელებელი – შპს გამომცემლობა „მერიდიანი“;
7. „რეზო ნაჭყებიას რომანის, „რობიზოს“, გამოცემა“, განმახორციელებელი – შპს გამომცემლობა „ნეკერი”;
8. „ნაირა გელაშვილის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებულის გამოცემა“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“;
9. „ახალი ძველი ამბები“, განმახორციელებელი – შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო. პროექტი ითვალისწინებს არქივში, სხვადასხვა მუზეუმსა თუ საოჯახო არქივში დაცული ფოტოებით ილუსტრირებული წიგნის გამოცემას, რომლის გმირებიც იქნებიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი საზოგადო მოღვაწეები, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, XX საუკუნის შუა ხანებამდე. წიგნი გვაცნობს გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებთან დაკავშირებულ ნაცნობ, უცნობ და მივიწყებულ ამბებს, მათ პირად თუ საქმიან ურთიერთობებს.
10. „თემურ აბულაშვილი – 75“, განმახორციელებელი- შპს „ფავორიტ სტილი“;
11. „ახალი პოეტური კრებული – რას მეტყვის სამოცდამეათე?“ – განმახორციელებელი – ფ. პ. ზეინაბ სარია;
12. პიესების კრებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.